"ვამაყობთ, რომ ბატონი სააკაშვილი ჩვენს ჯილდოს მიიღებს და ეს ერთადერთი ანაზღაურებაა, რომელიც გვსურს... ჩვენი ჯილდო არ იყიდება" | პოლონეთის დაჯილდოების ცერემონიალის ორგანიზატორი

გამოქვეყნდა:

"ვამაყობთ, რომ ბატონი სააკაშვილი ჩვენს ჯილდოს მიიღებს და ეს ერთადერთი ანაზღაურებაა, რომელიც გვსურს... ჩვენი ჯილდო არ იყიდება" - ამის შესახებ პოლონეთის დაჯილდოების ცერემონიალის ორგანიზატორი ტომაზ საკიევიჩი "მთავარ არხთან" საუბრობს. 

ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრიზია პოლონეთში. ის გადაეცემა ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან და რუსეთის იმპერიალიზმს ებრძვიან. ჩვენი რესპუბლიკის ისტორიაც თავისუფლებისთვის ბრძოლაზეა აგებული. ამიტომ, ჩვენ ამ ჯილდოს გადავცემთ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან თავისუფლების ზონას ჩვენს რეგიონში. მიხეილ სააკაშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენთვის, იმიტომ რომ ის რუსეთს შეებრძოლა, ის ჩამოვიდა ჩვენი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის დაკრძლვაზე და ზოგადად, მას დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს რეგიონში თავისუფლების მოსაპოვებლად.

შეიძლება ადამიანი ჩასვა ციხეში, მაგრამ თავისუფლებას და იდეას ვერ დააპატიმრებ. მიხეილ სააკაშვილს იმხელა შინაგანი თავისუფლება აქვს, რომ მას ვერავინ დაამარცხებს. ამიტომ, ჩვენ მას ვეუბნებით, რომ ის გამარჯვებულია. შეიძლება, ის დღეს რუსების პატიმრობაშია, მაგრამ ის გამარჯვებულია და ჩვენთვის თავისუფლების სიმბოლოა.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ბატონი სააკაშვილი ჩვენს ჯილდოს მიიღებს და ეს არის ერთადერთი ანაზღაურება, რომელიც გვსურს. ვფიქრობ, რომ ვინც ჩვენ გვიცნობს, ამას არ დაიჯერებს. არის ბევრი მდიდარი ადამიანი, რომელიც ალბათ მზად არის ამ ჯილდოსთვიოს ფული გადაიხადოს, მაგრამ არა, ჩვენი ჯილდო არ იყიდება, - ამბობს ტომაზ საკიევიჩი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი