კანადა უკრაინაში სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გზავნის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

გამოქვეყნდა:

კანადის პრემიერმინისტრის,ჯასტინ ტრუდოს ინფორმაციით, კანადამ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ტრუდოს თქმით, კანადა უკრაინას თავისი სამხედრო საცავებიდან იარაღსა და ტყვიამფრქვევებს გაუგზავნის.

ასევე, ჯასტინ ტრუდოს ინფორმაციით, კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და სიაში შეიყვანა 14 პირი და 32 რუსული ფირმა, მათ შორის PMC Wagner-თან ასოცირებული ფირმები.

ასევე, სანქციების სიაში შედის ბელარუსის ფინანსურ სექტორთან დაკავშირებული ცხრა იურიდიული პირი.

ცნობისთვის, გასული წლის დასაწყისიდან კანადამ უკრაინას 9 მილიარდ კანადურ დოლარზე მეტი სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი