პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ უკრაინისა და დასავლეთის განადგურება შეუძლია - CIA-ს დირექტორი

გამოქვეყნდა:

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ მას "შეუძლია გაანადგუროს უკრაინა და დასავლეთი". მისივე თქმით, რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასასრულებლად დიპლომატიის პერსპექტივას „ბრძოლის ველზე უკრაინის პროგრესი განსაზღვრავს“.

უილიამ ბერნსმა ხაზი გაუსვა უკრაინის დაგეგმილი კონტრშეტევის მნიშვნელობას და თქვა, რომ „უახლოეს თვეებში ბევრი რამ არის სასწორზე“ და დასძინა, რომ "პუტინი ღრმად ცდებოდა" ომამდე უკრაინის შესახებ თავის ვარაუდებში.

ბერნსმა ხაზი გაუსვა  აშშ-ს მხრიდან, უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას , მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის გზით, პენტაგონის დოკუმენტების ფართომასშტაბიანი გაჟონვის ფონზე.

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დოკუმენტების გამჟღავნებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. გამოძიება შესაძლოა თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ინციდენტი ამერიკის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით არ იმოქმედებს უკრაინის მხარდაჭერაზე რუსეთთან ომში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი