გამოვრიცხავ რატი ჭელიძის შემხებლობას ქოლ-ცენტრებთან - პავლე კუბლაშვილი BBC-ის გამოძიებაზე

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენ რატი ჭელიძის ბიზნესპარტნიორი, პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ რატი ჭელიძეს ქოლ- ცენტრებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

BBC-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, რატი ჭელიძე ერთ-ერთია, რომელიც მილტონის სავაჭრო პლატფორმების ან დამხმარე ტექნიკური კომპანიების დირექტორად იყო გაფორმებული.

BBC-ის მასალების თანახმად, ეს კომპანია იმ თაღლითური სქემის ნაწილია, რომელიც საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს უკავშირდება.

"რატის ვიცნობ დიდი ხანია, ჩვენ მეგობრები და პარტნიორები ვართ. მე ვიცი, რომ ის იურისტია, მათ შორის 2010 წლიდან მოყოლებული არის იმ საქმეებზე, რომელიც შეიძლება იყოს ბატონ კეზერაშვილთან დაკავშირებული. ეს ეხება სახელშეკრულებო სამართალს. ამის იქეთ რაიმე შემხებლობა რატი ჭელიძის ან ქოლ ცენტრების ან ნებისმიერ სხვა კანონდარღვევას მე პირადად გამოვრიცხავ. მე ვერ გეტყვით  ვის რაში სჭირდება რატი ჭელიძის დადანაშაულება, მე ვიცი, რომ მას მსგავს საქმეებთან შემხებლობა საერთოდ არ აქვს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ კომპანიას, სადაც რატი შეიძლება იყოს დირექტორი, რაიმე შემხებლობა აქვს უკანონო სქემებთან", - თქვა პავლე კუბლაშვილმა.

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება ქოლ -ცენტრების სკანდალზე დღეს გამოქვეყნდა. სტატიის მიხედვით, თაღლითური ქსელი მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც მოქმედებდა და ამ სქემით პენსიონერების და რიგით ინვესტორების მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა მითვისებული.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი