უკრაინის პრემიერი აშშ-ში ჩავიდა და ლოიდ ოსტინს შეხვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი აშშ-ში ჩავიდა, სადაც თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდა. CNN-ის ინფორმაციით, პენტაგონში შეხვედრისას შმიგალმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინას F-15 და F-16 სამხედრო თვითმფრინავები სჭირდება.

"ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, მაგრამ იმისთვის, რომ გამარჯვებას სწრაფად მივაღწიოთ, ნაკლები მსხვერპლით, უკრაინას კვლავ სჭირდება ინტენსიური სამხედრო მხარდაჭერა", - თქვა შმიგალმა.

ოსტინს კომენტარი არ გაუკეთებია კონკრეტულ მოთხოვნაზე, თუმცა თქვა, რომ აშშ გააფართოებს უკრაინისთვის სამხედრო აქტივების წარმოებას.

"ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ წარმოება", - თქვა ოსტინმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი