
საიდუმლო მასალების მორიგი გაჟონვი ფაქტი მსოფლიო მასშტაბის სკანდალი ხდება. შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდა რამდენიმე ათეული დოკუმენტი, რომელიც ძირითადად ამერიკის მოკავშირეების საქმიანობასა და უკრაინაში მიმდინარე ომს ეხება.
მასალებში აღწერილია უკრაინის არმიის რიცხოვნობა, შეიარაღება და ტაქტიკური მოქმედების შესაძლო გეგმებიც. სრულიად საიდუმლო მასალების კიდევ ერთ ნაწილში კი სამხრეთ კორეისა და ისრაელის მაღალჩინოსნების საუბრები და გადაწყვეტილებები მოხვდა.
ვაშინგტონმა ამ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება - ქვეყნის ადმინისტრაცია მასალების ნაწილის ავთენტურობას ფაქტობრივად ადასტუირებს და ამბობს, რომ გამოძიება ბოლომდე მივა და გაჟონვის ორგანიზატორები აუცილებლად დაისჯებიან.
ავტორი: ზურა პეტროსიანი