სერბეთის მთავრობა უარყოფს, რომ უკრაინას იარაღი და საბრძოლო მასალა მიჰყიდა. ამის შესახებ სერბეთის ვიცეპრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
"სერბეთს არ მიუყიდია და არ მიყიდის იარაღს არც უკრაინას და არც რუსეთს. ჩვენ არაერთხელ უარვყავით ეს ბრალდება და ისევ უარვყოფთ. ვიღაცას აშკარად მიზნად აქვს სერბეთი ჩაითრიოს კონფლიქტში, მაგრამ ჩვენ მუდმივად ვიცავთ ჩვენს პოლიტიკას", - თქვა მილოს ვუჩიჩიმ.
პენტაგონის გაჟონილ დოკუმენტებში ნათქვამი იყო, რომ სერებეთმა უკრაინას იარაღი მიჰყიდა.
დოკუმენტი, სახელწოდებით "ევროპის პასუხი რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კონფლიქტზე", ასახავს ევროპის 38 მთავრობის "სავარაუდო პოზიციებს" უკრაინის სამხედრო დახმარების თხოვნის საპასუხოდ.
დიაგრამა გვიჩვენებს, რომ სერბეთმა უარი თქვა უკრაინელი სამხედროების წვრთნაზე, მაგრამ დაჰპირდა ლეტალური იარაღით დახმარებას ან უკვე გაუწია მას. ასევე ნათქვამია, რომ სერბეთს აქვს პოლიტიკური ნება და სამხედრო შესაძლებლობები, რათა უკრაინას მომავალში იარაღი მიაწოდოს.