ჰააგამ რუსეთს უკრაინული Naftogaz-ისთვის $5 მილიარდის კომპენსაციის გადახდა დააკისრა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა 5 მილიარდი აშშ დოლარის კომპენსაცია უნდა გადაიხადოს "ნაფტოგაზის" [უკრაინის ნავთობისა და გაზის უმსხვილესი ეროვნული კომპანიის] ზარალისა და დაკარგული ქონებისთვის, 2014 წლიდან ყირიმის ოკუპაციის შედეგად - ინფორმაციას ნაფტოგაზის აღმასრულებელი დირექტორი ოლექსი ჩერნიშოვი Facebook-ზე ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკავშირდება რუსეთის მიერ კომპანიისთვის აქტივების უკანონოდ, ძალადობრივ ჩამორთმევას. 

"Naftogaz-ის" აღმასრულებელმა დირექტორის, ოლექსი ჩერნიშოვის თქმით, ეს არის "ნაფტოგაზის" ზარალისა და დაკარგული ქონების კომპენსაცია, რაც კომპანიამ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ განიცადა. მისივე განცხადებით, ჰააგის გადაწყვეტილება არის "საკვანძო გამარჯვება ენერგეტიკულ ფრონტზე" და ამბობს, რომ ელოდება უკრაინის სასარგებლოდ კიდევ უფრო მეტ გადაწყვეტილებას 

"მიუხედავად რუსეთის მცდელობებისა, ხელი შეუშალოს მართლმსაჯულებას, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაავალა რუსეთს კომპენსაციის გადახდა "ნაფტოგაზისთვის“ 5 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალის გამო“, - განაცხადა მან. 

როგორც „ნაფტოგაზის“ პრესსამსახურში აცხადებენ, ახლა რუსეთმა უნდა შეასრულოს ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.

„არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ რუსეთმა სრულად უნდა აანაზღაუროს "ნაფტოგაზს“ ზარალი, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ „ნაფტოგაზ ჯგუფის“ აქტივების ყირიმში უკანონო ჩამორთმევით",- ამბობენ კომპანიის პრესსამსახურში. 

გადაწყვეტილებაზე რუსეთიდან ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი