რუსეთმა შავ ზღვაში 4 ხომალდი შეიყვანა, მათგან ერთი სარაკეტო გადამზიდია - უკრაინა

გამოქვეყნდა:

უკრაინის საზღვაო შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 13 აპრილს რუსეთმა შავ ზღვაში ოთხი ხომალდი შეიყვანა, მათ შორის კალიბრის საკრუიზო რაკეტების გადამზიდი.

"შავ ზღვაში საბრძოლო მორიგეობაზე, მოწინააღმდეგის ოთხი ხომალდია, მათ შორის კალიბრის საკრუიზო რაკეტების ერთი გადამზიდი, საერთო ჯამში ოთხამდე რაკეტა", - წერია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აზოვის ზღვაში ერთი რუსული გემია. ხმელთაშუა ზღვაში კი საბრძოლო მოვალეობას რუსული 8-მდე ხომალდი ასრულებს, მათგან ოთხი კი კალიბრის საკრუიზო 36 რაკეტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი