გერმანიამ პოლონეთს უკრაინისთვის MiG-29 გამანადგურებლების მიწოდების უფლება მისცა

გამოქვეყნდა:

გერმანიამ პოლონეთს უკრაინისთვის MiG-29 გამანადგურებლების მიწოდების უფლება მისცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა, გამოცემა არ აკონკრეტებს რამდენ თვითმფრინავზე ვრცელდება გერმანული ნებართვა.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთმა გერმანიისგან უკრაინისთვის MiG-29-ის მიწოდების უფლება მოითხოვა. ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს შეიძლება იყოს 5 MiG-29 გამანადგურებელი.

ცნობისთვის, 2002 წელს გერმანიამ პოლონეთს 23 MiG-29 გამანადგურებელი მიჰყიდა, რომელიც გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის არმიისგან მემკვიდრეობით მიიღო.

როგორც წესი, გერმანიიდან სამხედრო ტექნიკის გაყიდვის ნებართვას კონტრაქტები ადგენენ, რადგან  გერმანიის მთავრობამ თანხმობა უნდა გასცეს მესამე ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.

გასულ კვირას კი პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინას 8  MiG-29 უკვე მიაწოდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი