
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ უკრაინა რუსეთთან ომში დამარცხდება, ჩინეთი, შესაძლოა, მალევე ტაივანში შეიჭრას.
"ღმერთმა არ ქნას, თუ უკრაინა დამარცხდება, თუ უკრაინას დაიპყრობენ, მეორე დღეს ჩინეთი, შესაძლოა, თავს დაესხას ტაივანს. ვხედავ ძალიან ბევრ კავშირს, ძალიან ბევრ ურთიერთდამოკიდებულებას უკრაინაში არსებულ სიტუაციასა და ტაივანის სიტუაციას შორის" - განაცხადა მორავეცკიმ.