ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 1 მლრდ ევროს სამხედრო მასალის გამოყოფას მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საბჭომ, EPF-ის ფარგლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად 1 მილიარდი ევროს ოდენობის საბრძოლო მასალის გამოყოფას დაუჭირა მხარი. 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის 
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღწეული ისტორიული შეთანხმების აღსრულება ხდება.

"დღევანდელი გადაწყვეტილებით, ჩვენ ვახდენთ ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღწეული ისტორიული შეთანხმების აღსრულებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინას €1 მილიარდის ოდენობის საარტილერიო საბრძოლო მასალას გადავცემთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. არ არსებობს ევროკავშირის ერთიანი გადაწყვეტის მექანიზმისა და მტკიცე სურვილს, მხარი დაუჭიროს უკრაინის თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას სასტიკი რუსი აგრესორის წინააღმდეგ" - ამბობს ბორელი. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ჯამში, European Peace Facility-მ უკრაინის დასახმარებლად €4.6 მილიარდის დახმარება გამოყო.

ცნობისთვის, EPF-ის პლატფორმა, რომელიც ევროკავშირის პარტნიორებს, სამხედრო და თავდაცვის სფეროში ეხმარება, 2021 წელს შეიქმნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი