აშშ-ს სურს გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოიყენოს - ნულანდი

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდი ამბობს, რომ შტატები განიხილავს გაყინული რუსული აქტივები უკრაინის უნფრასტრუქტურის აღსადგენად გამოიყენოს.

სახელმწიფოები, მოკავშირეებთან ერთად განიხილავენ თუ როგორ მოიზიდონ რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული 300 მილიარდი დოლარი.

"სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთმა გადაიხადოს იმისთვის, რაც გაანადგურა", - თქვა ნულანდმა.

ნულანდმა აღნიშნა, რომ კონგრესის მხარდაჭერით, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს აქვს ახალი უფლებამოსილება გამოიყენოს რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული უკანონო აქტივები უკრაინის აღდგენის მიზნით.

"თებერვალში ჩვენ გამოვაცხადეთ პირველი ტრანში 5,4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ამ უფლებამოსილებით და მოგვიანებით იქნება მეტი განცხადებები", - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი