
ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ამბობს, რომ 13 აპრილს ხარკოვის რეგიონზე რუსეთის მიერ დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი დაჭრილი, მოხალისეა, რომელიც ხალხის ევაკუაციაში ეხმარებოდა, მისი მდგომარეობა მძიმეა.
მისივე ინფორმაციით, კუპიანსკის რაიონის სოფელ კუჩეროვკაში Grad MLRS-დან დაბომბვის შედეგად დაზიანდა საწარმო სადაც გაჩნდა ხანძარი. შემთხვევის შედეგად 3 პირი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
კიდევ ერთი პირი - 28 წლის მძღოლი, რომელსაც ტრაქტირი მიჰყავდა უცნობი ასაფეთქებელი ობიექტის აფეთქების შედეგად დაშავდა.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, გასული დღის განმავლობაში რუსებმა დაბომბეს ხარკოვის, ჩუგუევსკის და კუპიანსკის ოლქების სასაზღვრო და ფრონტის დასახლებები.