
ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კრემლი შეეცდება გამოიყენოს The Wall Street Journal-ის რეპორტიორის, ევან გერშკოვიჩის დაპატიმრება შეერთებული შტატებისგან დათმობების მოსაპოვებლად.
რეპორტიორი 29 მარტს დააკავეს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერშკოვიჩის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებას პირადად მოიწონა.
ანალიტიკოსების აზრით, პუტინის პირადი მონაწილეობა ამერიკელი ჟურნალისტის დაკავებაში შეიძლება მიუთითებდეს, რომ კრემლმა დაპატიმრება განიხილა, როგორც გათვლილი ესკალაცია და ეცდება, ეს გამოიყენოს, როგორც ბერკეტი შეერთებული შტატებისგან დათმობების მოსაპოვებლად.
ამასთან, მოხსენების მიხედვით, პუტინის პირადი მონაწილეობა დაკავებაში, სავარაუდოდ, პასუხი იყო აშშ-ში რუსი მოქალაქის სერგეი ჩერკასოვის დაპატიმრებაზე, 24 მარტს ბრალდებით, რომ ის არის უცხო სახელმწიფოს აგენტი.
ISW-ის ბოლო ანგარიშის თანახმად:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ოლექსიი ჰრომოვმა განაცხადა, რომ რუსეთი შეიძლება კვლავ გახდეს სერიოზული საფრთხე უკრაინისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მობილიზაციის სერიოზული პრობლემების წინაშე დგას.
როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, კრემლს ჯერ არ განუხორციელებია აუცილებელი რეორგანიზაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბური განლაგებისთვის. აქედან გამომდინარე, რუსეთის დეცენტრალიზებული მობილიზაციის ძალისხმევა მიმართულია რესურსების ტვირთის გადანაწილებაზე სამართალდამცავ უწყებებსა და სახელმწიფო სისტემის ერთეულებს შორის.
პარალელურად გავრცელებული ინფორმაციით, კრემლი უხდის რუსულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანია „გაზპრომს“ დროებით ოკუპირებულ დონეცკის ოლქში მოხალისეების დაქირავების მცდელობებისთვის და სთავაზობს მოხალისეებს 400 000 რუბლს (დაახლოებით 4,900 აშშ დოლარი) ხელფასს თვეში.