პუტინმა ხელი მოაწერა WSJ-ის რეპორტიორის დაკავებას - Bloomberg-ის ცნობით, კრემლში ხისტი პოლიტიკის მომხრეების გავლენა იზრდება 

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებას, პირადად მოაწერა ხელი. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg სტატიას აქვეყნებს. 

გამოცემის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმა მიანიშნებს, რომ კრემლში იზრდება პოლიტიკის მკაცრი ხაზის მხარდამჭერების გავლენა, რომლებიც უბიძგებენ პუტინს ვაშინგტონთან დაპირისპირების გაღრმავებისკენ. 

Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის 29 მარტს დაკავებამ გამოიწვია აშშ-სა და მისი მოკავშირეების გაბრაზება, რაც მიუთითებს აშშ-რუსეთის ურთიერთობების კიდევ ერთ დაძაბულობაზე, რომელიც გასულ წელს პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიზარდა.

"ეს უნდა იყოს ნამდვილი გამოღვიძების ზარი არა მხოლოდ აშშ-თვის, არამედ უფრო ფართოდ, დასავლეთისთვის. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პუტინის აზროვნებაში სტაბილური და საიმედო ურთიერთობების დაბრუნების შესაძლებლობა აღარ არსებობს", - თქვა ალინა პოლიაკოვამ, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტმა ვაშინგტონში.

გასულ თვეში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ პუტინის წინააღმდეგ გამოცემულმა დაკავების ორდერმა მხოლოდ გააღრმავა კრემლის განცდა, რომ უკან დახევის ადგილი არ არის. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი