რეჟიმის ბოლო და გიორგი რურუას თავისუფლება ახლოსაა - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

რეჟიმის ბოლო და გიორგი რურუას თავისუფლება ახლოსაა, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ "მთავართან" ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი რურუას ერთადერთი "დანაშაული" "მთავარი არხის" დაფუძნება და დემოკრატიის ხელშეწყობაა.  

არარსებულ დანაშაულზე მიესაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი ერთადერთი "დანაშაული" არის ამ არხის დაფუძნება და დემოკრატიისთვის ხელის შეწყობა საქართველოში, არამხოლოდ ამ არხში ინვესტივციების გზით, არამედ ანტისამთავრობო აქციების მხარდაჭერის თვალსაზრისითაც. ასეთი ქვეყნები, უფრო სწორად, ასეთი რეჟიმები, დიდხანს ვერ ძლებენ. დარწმუნებული ვარ, რომ რეჟიმის ბოლო ახლოსაა და გიორგის თავისუფლებაც, შესაბამისად, ახლოს არის. არის კიდევ ერთი გამოსავალი, რომ მაქსიმალურად ეცადოს ეს რეჟიმი, რომ სახე შეინარჩუნოს - ეს არის შეწყალება. ვნახოთ ეყოფა თუ არა ტვინი "ქართულ ოცნებას" და თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც, რომ ეს ბოლო ბერკეტი გამოიყენოს, - ამბობს ნიკა გვარამია.   

 შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას, 30 ივლისს, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ გიორგი რურუამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ "სიმართლე ყოველთვის იპოვნის გზას". 

დაცვის მხარე განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს და მის სააპელაციო სასამართლოში
გასაჩივრებას გეგმავს

ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდ. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა. გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი