გიორგი განაჩენს ღიმილით შეხვდა, სხვა გადაწყვეტილების მოლოდინი არც ჰქონია - დიმიტრი საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, პოლიტპატიმარი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვეს - შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. გიორგი რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და მათ წინასწარ იცოდნენ, რომ მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

არ არის ეს მოსამართლე, რომელიც შინაგანი რწმენის ან კანონის საფუძველზე ხელმძღვანელობს, არამედ ის არის უბრალოდ, პოლიტიკური მითითებების შემსრულებელი მოსამართლე, - ამბობს საძაგლიშვილი. 

მისი თქმით, განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებენ, მიუხედავად იმისა, რომ არც სააპელაციო სასამართლოს მიმართ აქვთ ნდობა, რადგან იქაც ბიძინა ივანიშვილის მონა-მორჩილი მოსამართლეები არიან.

საძაგლიშვილის თქმით, გიორგი რურუა განაჩენს ღიმილით შეხვდა, რადგან ელოდა კიდეც ასეთ გადაწყვეტილებას. 

გიორგის არაფერი უთქვამს. ის ელოდებოდა ამ გადაწყვეტილებას და ღიმილით და ღირსეულად შეხვდა იმიტომ, რომ არაფერს არ ნიშნავს და არ ცვლის მისთვის ეს გადაწყვეტილება. მას პოლიტიკურმა ხელისუფლებამ გამოუტანა განაჩენი იმის გამო, რომ იყო "ქართული ოცნების" ოპონენტი, იმის გამო, რომ არის "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების აქტიური მონაწილე და მხარდამჭერი, - თქვა მან.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილის თქმით, სასამართლო ხელისუფლება უკვე აღარ არსებობს . 

ივანიშვილს, პირველ რიგში, ძალიან ძვირი დაუჯდება ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე, - განაცხადა მან. 

სამადაშვილის თქმით, რურუას გაცილებით ნაკლები დრო დარჩა გასატარებელი საპატიმროში, რადგან ოქტომბერში ხელისუფლება შეიცვლება და ახალი მთავრობა შექმნის ისეთ გარემოს ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პატიმრები აღარ იარსებებენ. 

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მთელი სასამართლოს განმავლობაში მტკიცდებოდა, რომ რურუა არის სისტემის მსხვერპლი, რაგდან ყველა მტკიცებულებით მას იარაღი ჩაუდეს. 

ცხადია, ეს უნდოდათ პოლიტიკური დაშინებისთვის. და როგორ რეაგირებს ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა პოლიტიკურ დევნაზე და სასამართლოს პოლიტიკური მიზნით გამოყენებაზე. მიუხედავად იმისა, ვინ როგორ ეპყრობა კონკრეტულ ადამიანს, ასეთი სასამართლო არც ერთ ადამიანს არ უნდა, სასამართლო რომელიც ემსახურება მონურად პოლიტიკურ გუნდს, ამიტომ ეს იქნება, ერთერთი მთავარი მიზეზი, რატომაც "ქართული ოცნება" უნდა წავიდეს, - ამბობს იგი. 

ხოშტარია ასევე საუბრობს პომპეოს და ასევე სხვა საერთაშორისო აქტორების მიერ გიორგი რურუას მიმართ ბიძინა ივანიშვილისთვის გაკეთებული მითითებების შესახებ.   

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, პოლიტპატიმარი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვეს - შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. გიორგი რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდ. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა. გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი