უკრაინამ 82 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

გამოქვეყნდა:

უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს ცნობით, პარასკევს ქვეყანამ 82 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა.

სამინისტრო ამბობს, რომ ცხედრების გადაცემა ხდება ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიებზე 19 საავიაციო დარტყმა განახორციელა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 39-ჯერ დაიბომბა უკრაინის პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. 

მძიმე ბრძოლები ისევ გრძელდება ქალაქ ბახმუტისთვის, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი