
კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, მას სჯერა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომს მოიგებს.
"ეჭვი არ მეპარება, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს", - განაცხადა ტრუდომ.
მისივე თქმით, კანადა "არასოდეს გადგება განზე" და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
"ჩვენ გავაგრძელებთ სამხედრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სავაჭრო და კომერციულ მხარდაჭერას, მარცვლეულთან და მეგობრებთან მუშაობას, რათა ჩვენთვის და ყველასთვის, ვინც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს, წარმატებული მომავალი განვავითაროთ", - განაცხადა ტრუდომ.