მაკრონმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა საპენსიო რეფორმის კანონს. BBC-ის თანახმად, ეს არის "მთავრობის ძალზედ არაპოპულარული საპენსიო რეფორმა", რომელიც სახელმწიფო საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პარასკევს დაამტკიცა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საკამათო საპენსიო რეფორმის ძირითადი ელემენტები, მათ შორის საპენსიო ასაკის ზრდის პუნქტიც. ამასთან, საკონსტიტუციო საბჭომ უარყო ოპოზიციის მოწოდება რეფერენდუმის ჩატარების შესახებ - მაგრამ მან ასევე გამორიცხა რეფორმების ზოგიერთი ასპექტი, სამართლებრივი ხარვეზების მოტივით.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად საპენსიო რეფორმის დამტკიცებას საფრანგეთის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი