სლავიანსკში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქში, სლავიანსკში, საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის ორი წლის ბავშვია.

"სლავიანსკში ხუთსართულიანი შენობის ნანგრევებიდან კიდევ ორი ​​გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს", - წერია დონეცკის ოლქის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსებმა საცხოვრებელი კორპუსი 14 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე დაბომბეს.

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსებმა მშვიდობიანი მოსახლების მისამართით შვიდჯერ S-300 რაკეტა გაისროლეს.

აფეთქების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავდდა სულ მცირე 21 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი