
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან თითქმის საათნახევრიანი საუბარი მქონდა. მადლობა გადავუხადე რუსი ომის დამნაშავეების მიერ უკრაინელი ჯარისკაცის საშინელი, არაადამიანური მკვლელობის დაგმობისთვის.
განვიხილეთ პრეზიდენტ მაკრონის ბოლო ვიზიტი ჩინეთში. მე მას ინფორმაცია მივაწოდე ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ და შემდგომ გეგმებზე ჩვენი მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად. საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას ბრძოლის ველზე.
ჩვენ ასევე განვიხილეთ მიმდინარე წლის ივლისში ვილნიუსში დაგეგმილი NATO-ს სამიტი და მისი მოსალოდნელი შედეგები, კერძოდ, უკრაინის მიერ ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებამდე უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების მოპოვების აუცილებლობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებას.
- წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.