
უკრაინელმა სამხედროებმა, დონეცკის ოლქში მარინკას მახლობლად ექვსი რუსი ჯარისკაცი დაატყვევეს, - ინფორმაციას უკრაინის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის "ტავრიას" მეთაური, გენერალი ალექსანდრე ტარნავსკი ავრცელებს.
გარდა ამისა, გენერალი რუსი პატიმრების ვიდეოს ტელეგრამში ასაჯაროებს.
"ასე გამოიყურებიან მარინკას მახლობლად დატყვევებული ორკები. კარგი საქმეა ჩვენი ჯარისკაცების მიერ", - წერს ტარნავსკი