
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკიზე გუშინდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, "სამწუხაროდ არის ინფორმაცია, რომ სახლების ნანგრევების ქვეშ გარდაცვლილთა ცხედრებია".
შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს რუსებმა ქალაქს შვიდი S-300 რაკეტა ესროლეს. შაბათის საღამოსთვის ცნობილი იყო 11 დაღუპულისა და 21 დაშავებულის შესახებ. რეგიონული სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ ოთხი ადამიანი იმყოფებოდეს.