გიორგი რურუას პატიმრობას "ქართული ოცნების" ოფისთან აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან - მოძრაობა ''შეცვალე'' და მოძრაობა ''გხედავ'' პოლიტიზირებულ სასამართლოსა და დარღვეულ შეთანხმებას აპროტესტებენ.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ რურუას პატიმრობაში დატოვებით ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" 8 მარტის შეთანხმება არ შეასრულა. მათივე თქმით, არჩევნების დღე რეპრესიებისა და ძალადობის ფონზე ჩაივლის. 

ვაპროტესტებთ პოლიტიზირებულ სასამართლოს. გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები. არ შეასრულა გიორგი რურუას პატიმრობით რვა მარტის შეთანხმება და ფაქტობრივად, გვითხრა, რომ წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების დღე ჩაივლის რეპრესიების, დაშინებისა და ძალადობის ფონზე რაც პირდაპირ არჩევნების დელეგიტიმაციის საკითხს დააყენებს, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნიკა ფარულავამ. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას დღეს, 30 ივლისს, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ გიორგი რურუამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ "სიმართლე ყოველთვის იპოვნის გზას". დაცვის მხარე განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს და მის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდ. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, მისი გათავისუფლების შუამდგომლობა არაერთხელ დააყენა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და 
ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა. გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი