პუტინი ჩინეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა - მხარეები ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობას მიესალმნენ

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 16 აპრილს კრემლში აშშ-ის მიერ სანქცირებულ ჩინეთის თავდაცვის მინისტრს ლა შინფუს შეხვდა. გავრცელებული კადრების მიხედვით შეხვედრას ესწრებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუც. 

"ჩვენ რეგულარულად ვცვლით სასარგებლო ინფორმაციას, ერთად ვმუშაობთ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში და ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს", - თქვა პუტინმა შეხვედრის გახსნისას.

შეხვედრის დროს მხარეები მიესალმნენ სამხედრო თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის, რომლებსაც ერთმანეთისთვის "ულიმიტო" პარტნიორობა აქვთ გამოცხადებული.

გასულ თვეში პუტინს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეხვდა. 

რუსეთი და ჩინეთი ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო კავშირებს აძლიერებენ მას შემდეგ, რაც კრემლმა 2022 წლის თებერვალში ათიათასობით სამხედრო გაგზავნა უკრაინაში შეჭრისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი