რუსების მიერ უკრაინელი სამხედროების სიკვდილით დასჯის ათობით ვიდეო მივიღეთ - ლუბინეცი

გამოქვეყნდა:

უკრაინის სახალხო დამცველის, დმიტრო ლუბინეცის თქმით, ბოლო 9 თვის განმავლობაში ომბუდსმენის ოფისმა რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინელი სამხედროების საჯაროდ სიკვდილით დასჯის ამსახველი ათობით ვიდეო მიიღო. ამის შესახებ მან უკრაინულ გამოცემა Pravda-თან ინტერვიუში თქვა.

"ვიდეოები ასახავს თავის მოკვეთას, სასქესო ორგანოს მოკვეთას, ხელების, ყურების, ცხვირის, კიდურების მოკვეთას. ზოგიერთი მათგანის დადასტურება შესაძლებელი იყო", - თქვა მან.

როგორც ლუბინეცმა განმარტა, რუსეთი რამდენიმე მიზეზის გამო ავრცელებს უკრაინელების სიკვდილით დასჯის ვიდეოებს:

"პირველი, რუსულ საზოგადოებაში "ანტიუკრაინული ისტერიის ხარისხის შენარჩუნებაა, მეორე, ამით რუსეთი ცდილობს დაარწმუნოს თავისი ჯარისკაცები, რომ არ ჩაბარდნენ უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს, მესამე მიზეზი უკრაინელი სამხედროების დაშინებაა, რომლებიც კონტრშეტევებისთვის ემზადებიან", - თქვა უკრაინის ომბუდსმენმა.

შეგახსენებთ, 11 აპრილს სოციალურ ქსელში ორი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ნაჩვენებია რუსების მიერ უკრაინელი სამხედროების მკვლელობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი