
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ "თავდასხმის რაზმებმა" ბახმუტის ცენტრსა და ჩრდილო-დასავლეთით 2 უბანი აიღეს, თუმცა დამატებითი დეტალებსა და ადგილებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
ეს მას შემდეგ ხდება, რაც უკრაინის გენშტაბმა თქვა, რომ "მტერმა წარუმატებელი შეტევები დაიწყო ხრომოვისა და ივანივსკეს მიდამოებში", შესაბამისად, ბახმუტის დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, "ბახმუტში მძიმე ბრძოლები ისევ მიმდინარეობს".