
ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, რუსების საჰაერო იერიშის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
"სვატოვოს რაიონის სოფელ ნოვოეგორივკას რუსული დაბომბვის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კისერზე, ხელებსა და ფეხებში დაიჭრა", - თქვა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მისი ინფორმაციით, ხარკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს 46 წლის ქალი.
"გუშინ მტრის ჭურვი კერძო სახლს მოხვდა, სადაც ხალხი იმყოფებოდა, ხანძარი გაჩნდა. სამწუხაროდ, ძლიერი დაბომბვის გამო, ცეცხლმოკიდებული ნანგრევებიდან ხალხის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - დაწერა მან.
ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ბოლო დღეებში მტერი თითქმის განუწყვეტლივ იყენებს ტაქტიკურ თვითმფრინავებს რეგიონის დეოკუპირებული დასახლებების დასაბომბლად.