რუსეთმა, დიდი ალბათობით, შეამცირა შეტევითი ოპერაციების აქტივობა დონეცკის გარშემო რესურსების ბახმუტში გადატანის მიზნით - ბრიტანეთი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთმა შეამციროს ჯარების რაოდენობა და შეტევითი ქმედებები დონეცკის ირგვლივ, რათა დიდი ალბათობით, რესურსები გადაიტანოს ბახმუტის სექტორისკენ.

როგორც დაზვერვა ყოველდღიურ განახლებაში წერს, ბახმუტში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და "ვაგნერი" მცოცავ წინსვლას განაგრძობენ. ბახმუტში ფრონტის ხაზი დიდწილად ქალაქის ცენტრში, მთავარ სარკინიგზო გზაზეა.

მათივე ინფორმაციით, უკრაინა ახერხებს რუსების შეკავებას ქალაქის სამხრეთით, კორუსენკოს ქუჩის გასწვრივ. 

დაზვერვა აღნიშნავს, რომ ორივე მხარისთვის ქალაქში ქვედანაყოფების ნებისმიერი შესამჩნევი შემცირება კრიტიკულ საკითხად იქცა, რადგან უკრაინა თავის მხრივ ცდილობს რომ კონტრშეტევის განსახორციელებლად გაათავისუფლოს ძალები, ხოლო თავის მხრივ რუსეთი ოპერატიული რეზერვის აღდგენას ცდილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი