
18 აპრილს რუსებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 7 ადამიანი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ოკუპანტები თავს დაესხნენ ცენტრალური ბაზრის ტერიტორიას.
ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ამბობს, რომ თავდასხმის ადგილთან არც ერთი სამხედრო ობიექტი არ იყო.