რუსებმა უკრაინაში 470 ბავშვი მოკლეს, დაშავებულია 1 418-ზე მეტი

გამოქვეყნდა:

18 აპრილის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 470 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 1 418-ზე მეტი, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:

დონეცკის რეგიონში - 451; ხარკოვის ოლქში - 275, კიევის ოლქში - 127, ჩერნიგოვის ოლქში - 86, ლუგანსკის ოლქში - 67, მიკოლაევის ოლქში - 85, ხერსონის ოლქში - 94, ზაპოროჟიეს ოლქში - 89, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 63, ლასტროვის ოლქში - 68.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი