
მოლდოვას შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია მოამზადა, რომელსაც ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.
რეზოლუციის პროექტი უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფის გამოყოფას ითვალისწინებს, რომლის საერთო ღირებულებაც 3,4 მლ ევროა.
ცნობილია, რომ პაკეტი შეიცავს როგორც პირადი ჰიგიენის საშუალებებს, ასევე იძულებით გადაადგილებული პირების დროებითი განსახლების საშუალებებს: კარვებს, საძილე ტომრებს, ბალიშებს, თეთრეულს და ა.შ. ასევე, დახმარების პაკეტში შევა გრძელვადიანი კვების პროდუქტები.