
ნიდერლანდების საგარეო ვაჭრობისა და განვითარების მინისტრმა, ლიშე შრეინმახერმა თქვა, რომ ქვეყანა უკრაინელი ფერმერების მხარდასაჭერად 100 მლნ ევროს გამოყოფს.
მისივე თქმით, ეს არის პირველი კონკრეტული ქმედება იმ 2,5 მილიარდი ევროდან, რომელიც ნიდერლანდებმა უკრაინას მიმდინარე წლის დასაწყისში ქვეყნის აღდგენის მხარდასაჭერად დაჰპირდა.
"40 მლნ ევრო გამოყენებული იქნება სოფლის მეურნეობის კომპანიებისთვის, რათა მათ კვლავ შეძლონ მარცვლეულის შეძენა ამ სეზონზე ან შეცვალონ განადგურებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა", - თქვა შრეინმახერმა.
მისივე თქმით, თანხები მსოფლიო ბანკის მექანიზმით გამოიყოფა.