პოლონეთი უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტს 21 აპრილს განბლოკავს

გამოქვეყნდა:

პოლონეთი უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანზიტს 21 აპრილს განბლოკავს, თუმცა, უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების პოლონეთის ბაზარზე შეტანის აკრძალვა ისევ ძალაში დარჩება, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა იულია სვირიდენკომ ვარშავაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც ორ დღეს გაგრძელდა, გადავწყვიტეთ, რომ უკრაინული საქონლის ტრანზიტი პოლონეთის გავლით განიბლოკება ხუთშაბათიდან პარასკევის ჩათვლით", - თქვა სვირიდენკომ.

პოლონეთმა და უნგრეთმა 15 აპრილს გამოაცხადეს დროებითი აკრძალვა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე, რაც აიხსნება მათი ფერმერების დაცვის აუცილებლობით მათ პროდუქტებზე ფასების დაცემისგან, რაც გამოწვეულია უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემოდინებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი