7 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაკარგულად ითვლება

გამოქვეყნდა:

7 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი ამჟამად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ ოლეგ კოტენკომ, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისარმა, ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

"ნამდვილად არის ასეთი მაჩვენებელი, ეს არის შვიდი ათასზე ცოტა მეტი და ჩვენ ველით, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენ დაკარგულებად ვეძებთ, კვლავ ტყვეობაში არიან", - თქვა მან.

კოტენკოს თქმით, დაკარგულთა დაახლოებით 60-65% ცოცხალი და ტყვეობაშია ნაპოვნი, "დანარჩენები, სამწუხაროდ, გარდაცვლილები არიან"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი