
ლუგანსკის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის სოფელი დაბომბეს.
ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე არიან დაჭრილებიც.
"დაახლოებით დილის 10:00 საათზე ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ლუგანსკის ოლქის სვატივის რაიონის სოფელ ნოვოეჰორივკაზე. ამის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა", - წერია უწყების განცახდებაში.