ლუკაშენკო, კრემლის მიერ დანიშნულ, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის "ლიდერს" დენის პუშილინს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კრემლის მიერ დანიშნულ, დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის "ლიდერს" დენის პუშილინს შეხვდა.

ლუკაშენკომ, პუშილინს შესთავაზა ბელარუსის დახმარება უკრაინის რეგიონის რუსეთის ოკუპაციის პირობებში ადამიანების ცხოვრების აღდგენასა და ნორმალიზებაში.

"წინ ბევრი სამუშაოა. ჩვენ უნდა აღვადგინოთ სამრეწველო საწარმოები და სოფლის მეურნეობა. ბოლოს და ბოლოს, ხალხი იქ იცხოვრებს. ეს 100%-ით გარკვეულია. და ხალხი უნდა იკვებებოდეს. ამიტომ ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ სათანადო დახმარება და თანადგომა, რათა იქ ჩვენთვის უცხო ადამიანებმა საბოლოოდ შეწყვიტონ ტანჯვა. ამიტომ ველოდები თქვენგან ასეთ გულწრფელ საუბარს", - თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოსა და პუშილის შეხევდრის ფოტომასალას ლუკაშენკოს ოფისი ავრცელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი