"განვიხილეთ რუსეთისთვის სანქციების გაფართოება" | ზელენსკი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, კევინ მაკკარტისთან, სატელეფონო საუბარი გამართა და მასთან, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაფართოება განიხილა.  

"სატელეფონო საუბარი მქონდა კევინ მაკკარტისთან. მადლობა გადავუხადე კონგრესს უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ვისაუბრეთ ფრონტზე არსებულ ვითარებასა და უკრაინის გადაუდებელ თავდაცვით საჭიროებებზე აღჭურვილობაში, არტილერიაში, საჰაერო თავდაცვასა და ავიაციაში. ასევე განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდა ნავთობისა და გაზის სექტორში", - წერს ზელენსკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი