
ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, რუსული სახელმწიფო სისტემატურად იყენებს საინფორმაციო ოპერაციებს, როგორც ომის სტრატეგიის ძირითად ელემენტს.
დაზვერვის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამუშავებს უამრავ არხს და ფიგურას დეზინფორმაციის გავრცელებისთვის: ცრუ ან მანიპულირებული ინფორმაციის მიზანმიმართული შექმნა და გავრცელება.
"რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი კომპონენტია „ნარატიული გათეთრება“, რომლის საშუალებითაც რუსეთი ავრცელებს ინფორმაციას მარიონეტული ფიგურების ან გადაუმოწმებელი სოციალური მედიის წყაროებიდან, რომელიც შემდეგ უფრო მეინსტრიმში ან სახელმწიფო მედიაში ვრცელდება", - წერია დაზვერვის განახლებაში.
დაზვერვა ამბობს, რომ ეს მიზნად ისახავს ინფორმაციის წყაროს დაფარვას, რათა რუსეთის სახელმწიფოს გაუადვილოს დისტანცირება გზავნილისგან.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიმოხილვის თანახმად, რუსეთის სახელმწიფო აქტორები წარმოადგენენ მანიპულირებულ ნარატივებს ორგანიზებულად და სიტუაციურად. მათი ამჟამინდელი პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, მოიცავს უკრაინის მთავრობის დისკრედიტაციას და უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის შემცირებას.