
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო წერს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 26 აპრილს გამართავს ღია დისკუსიას თემაზე - "რუსეთის დანაშაულები ბავშვების მიმართ - უკრაინა, ჩეჩნეთი, საქართველო და სირია“.
გერაშენკოს ცნობით, უკრაინელი ბავშვების უკანონო გადაყვანის გამო, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის პასუხისმგებლობის საკითხზეც ისაუბრებენ.
"26 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამართავს ღია დისკუსიას „რუსეთის დანაშაულები ბავშვების მიმართ - უკრაინა, ჩეჩნეთი, საქართველო და სირია“.
დაყენებული იქნება რამზან კადიროვის თანამონაწილეობის საკითხი უკრაინელი ბავშვების უკანონო და იძულებით გადასახლების დანაშაულში.
დადასტურდა რამზან კადიროვისა და მარია ლვოვა-ბელოვას დახმარებით უკრაინელი ბავშვების ჩეჩნეთის რესპუბლიკაში იძულებითი გადაყვანის ფაქტები, რაზეც ამ უკანასკნელმა საჯაროდ ისაუბრა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე",- წერს გერაშენკო.
შეგახსენებთ, უკრაინიდან ბავშვების იძულებითი დეპორტაციის გამო, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.