"ოცნება“ კლანის ინტერესების დაცვას აგრძელებს - კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის

გამოქვეყნდა:

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნება“ აგრძელებს სასამართლო კლანის ინტერესების დაცვას.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ შეგნებულად უკვე ორჯერ შეუშალა ხელი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის დარღვევები უნდა შეესწავლა.

კოალიციის წევრები აღნიშნავენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბოროტად იყენებს საპარლამენტო პროცედურებს და რეგისტრაციის გავლაზე უარით, ხელს უშლის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. წევრი ორგანიზაციების აზრით, ამგვარი ქმედებით „ქართული ოცნება”, სასამართლო კლანის მხარდაჭერასთან ერთად, ქვეყნის უზენაეს კანონსაც უგულებელყოფს, რადგან აზრს უკარგავს კონსტიტუციურ ჩანაწერს, უმრავლესობის თანხმობის გარეშე შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. 

"საპარლამენტო უმრავლესობამ შეგნებულად უკვე ორჯერ შეუშალა ხელი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელსაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის დარღვევები უნდა შეესწავლა. 18 აპრილის სესიისთვის 50-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია. ხმათა ეს რაოდენობა საკმარისი იყო კომისიის შექმნისთვის. თუმცა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” დეპუტატებმა კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს და შესაბამისად, კვორუმი (76 დეპუტატი) არ შედგა. იგივე მოხდა 19 აპრილის სხდომაზეც. უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ეს მოსამართლეების მიმართ „სოლიდარობის აქტად” შეაფასა.

ე.წ. „სოლიდარობის აქტი” სინამდვილეში სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის - კლანის მხარდაჭერის გამოხატვაა. ამასთან, ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, სასამართლო სისტემაში გავლენიანი მოსამართლეების მიერ ჩადენილ კორუფციულ გარიგებებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს. სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე წლებია საუბრობენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები. 5 აპრილს მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) სახელმწიფო დეპარტამენტმა მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები - მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია, ვალერიან ცერცვაძე და მათი ოჯახის წევრები დაასანქცირა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა.

მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბოროტად იყენებს საპარლამენტო პროცედურებს და რეგისტრაციის გავლაზე უარით, ხელს უშლის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამგვარი ქმედებით „ქართული ოცნება”, სასამართლო კლანის მხარდაჭერასთან ერთად, ქვეყნის უზენაეს კანონსაც უგულებელყოფს, რადგან აზრს უკარგავს კონსტიტუციურ ჩანაწერს, უმრავლესობის თანხმობის გარეშე შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.",- ნათქვამია განცხადებაში. 

კოალიციის წევრი ორგანიზებია:

  • უფლებები საქართველო (ყოფილი კონსტიტუციის 42-ე მუხლი)
  • მრავალეროვანი საქართველო
  • საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
  • სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  • საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
  • ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი
  • კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • დემოკრატ მესხთა კავშირი
  • თავისუფლების ინსტიტუტი
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია
  • ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  • დემოკრატიის ინსტიტუტი
  • ევროპის ფონდი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • თბილისის მედია კლუბი
  • ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი
  • სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი
  • საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
  • ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
  • საქართველოს ევროპული არჩევანი
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • კავშირი “საფარი”
  • ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი
  • ააიპ “ფრემა”
  • წამების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • თანასწორობის მოძრაობა
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი