"უნდა შევქმნათ ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც დასხდებიან უკრაინასა და რუსეთთან ერთად მშვიდობის მისაღწევად" | ბრაზილიის პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევქმნათ ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც დასხდებიან უკრაინასა და რუსეთთან ერთად მშვიდობის მისაღწევად" - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულა და სილვამ განაცხადა.

მისი თქმით, ბრაზილიის მთავრობა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობს და მხარს უჭერს კონფლიქტის პოლიტიკური მოლაპარაკებებით გადაწყვეტას.

ბრაზილიის პრეზიდენტი ევროპას რუსეთ-უკრაინის ომში ჩართულობას უწუნებს. როგორც ლულა და სილვამ თქვა, დასავლეთის ქვეყნები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, ბრძოლას ახანგძლივებენ.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ბრაზილიის პრეზიდენტი რუსულ და ჩინურ პროპაგანდას იმეორებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი