
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით გაანადგურეს რუსების მიერ ნასროლი "შაჰიდის" ტიპის 21 უპილოტო საფრენი აპარატი. ამის შესახებ ნათქვამია გენერალური შტაბის 20 აპრილის განახლებაში.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსეთმა სულ 26 "შაჰიდის" დრონი ისროლა. უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს 55 შეტევა 5 მიმართულებით.
"[რუსები] მთავარ ძალისხმევას ამახვილებენ შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტარსკის ფრონტებზე. გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერია მტრის 55-ზე მეტი თავდასხმა ამ რაიონებში. ყველაზე სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტისა და მარინკასათვის",- ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან გენშტაბის ცნობით, რუსული მოხალისეთა ქვედანაყოფებში, რომლებიც მონაწილეობენ დონეცკის ოლქში საომარ მოქმედებებში, აქვთ დაბალი მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. უწყების განმარტებით, დადგინდა, რომ ამის გამომწვევი ძირითადი ფაქტორებია საბრძოლო მოქმედებების დროს ძალის დიდი დანაკარგები. ასევე, ოკუპანტებისთვის უცნობია ზუსტი დრო, როდის მიაწვდიან საბრძოლო მასალას და როდის შეავსებენ პერსონალის დანაკარგებს ქვედანაყოფში.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, დანაყოფების დატოვების და საბრძოლო მოქმედებების ზონიდან რუსეთის ფედერაციაში გადასვლის მსურველთა რიცხვი მზარდია.