უცნაური ნათება კიევის ცაზე - NASA უარყოფს, რომ მათი თანამგზავრის ჩამოვარდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის დედაქალაქ, კიევის ცაზე უცნაურმა ნათებამ დაბნეულობა გამოიწვია, რადგან ქალაქის ხელისუფლება წინასწარი ინფორმაციით ამბობს, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო NASA-ს თანამგზავრის ჩამოვარდნით, ხოლო აშშ-ის კოსმოსური სააგენტო უარყოფს აღნიშნულს.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგი პოპკომ Telegram-ზე დაწერა, რომ კიევში ადგილობრივი დროით საღამოს 22 საათზე "კაშკაშა ნათება" დაფიქსირდა. მისივე თქმით, საჰარეო თავდასხმის განგაში გააქტიურდა, მაგრამ "საჰარეო თავდაცვას არ ჩართულა".

ცოტა ხნის შემდეგ, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ნათება დაკავშირებული იყო თანამგზავრის/მეტეორიტის დაცემასთან.

მაგრამ NASA-ს სპიკერმა უარყო ეს შეფასება და AFP-ს განუცხადა, რომ აღნიშნული თანამგზავრი "ჯერ კიდევ ორბიტაზე იყო".

აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ ამ კვირის დასაწყისში გამოაცხადა, რომ ვადა ამოწრული 300 კგ-იანი თანამგზავრი ატმოსფეროში კვლავ შემოვა ოთხშაბათს. 

"თუმცა, ეს ხელახალი შესვლა ჯერ არ მომხდარა… Nasa-ს არც ერთი სხვა თანამგზავრი არ შემოსულა ატმოსფეროში დღეს ადრე", - განუცხადა ნასას სპიკერმა AFP-ს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი