"ვაგნერის" წევრებმა ბახმუტიდან ოჯახები, ბავშვებთან ერთად, ძალით გადაასახლეს - უკრაინის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პროკურატურა აცხადებს, რომ "ვაგნერის" მებრძოლებმა აპრილში ბახმუტიდან რამდენიმე ოჯახი, არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად, უკანონოდ გაასახლეს. უწყების ცნობით, სულ უკანონოდ იქნა დეპორტირებული სამი ბიჭი და ერთი გოგონა.

"მედიის და პრორუსული ტელეგრამის არხების მონიტორინგის დროს პროკურორებმა აღმოაჩინეს ვიდეო.

2023 წლის 16 აპრილს ე.წ. ვაგნერის სამხედრო დაჯგუფების წარმომადგენლებმა, მათი ლიდერის ხელმძღვანელობით, უკანონოდ გადაასახლეს ქალაქ ბახმუტიდან ადგილობრივი მაცხოვრებლების ორი ოჯახი, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, ქალაქ ბახმუტიდან", - წერია განცხადებაში.

ასევე დადგინდა, რომ 2023 წლის 17-18 აპრილს შეიარაღებულმა "ვაგნერელებმა" ამ დასახლებიდან გაურკვეველი მიმართულებით გაიყვანეს ბახმუტელთა კიდევ ორი ​​ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვებით.

მომხდარზე უკრაინულმა მხარემ გამოძიება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი