"უკრაინაში მიმდინარე "სპეცოპერაციის" მიზანია, არ დაუშვან უკრაინის NATO-ში გაწევრიანება" | პესკოვი

გამოქვეყნდა:

კიევში იენს სტოლტენბერგის ვიზიტის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე "სპეცოპერაციის" მიზანია, არ დაუშვან უკრაინის NATO-ში გაწევრიანება.

პესკოვმა თქვა, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება რუსეთს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

ცნობისთვის, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დღეს კიევში მოულოდნელად ჩავიდა. სტოლტენბერგმა პატივი მიაგო ომში დაღუპულ უკრაინელ სამხედროებს. ასევე, მან დაათვალიერა კიევის ცენტრალურ მოედანზე გამოფენილი, დაზიანებული რუსული სამხედრო ტექნიკა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი