
სამხრეთ კორეა უკრაინის დასახმარებლად 230 მლნ დოლარს გამოყოფს, - ამის შესახებ კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ უკრაინაში კორეის რესპუბლიკის ელჩთან, კიმ ჰიუნგ ტაესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"სამხრეთ კორეამ დაგმო რუსული აგრესია უკრაინაში და ჩვენს დასახმარებლად 230 მილიონ დოლარს გამოყოფს", - თქვა მან.
ტკაჩენკოს თქმით, პირველ რიგში, მხარეებმა განიხილეს, როგორ გამოიყენონ კორეული მოწინავე ტექნოლოგიები უკრაინული კულტურის პოპულარიზაციისთვის. ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეა ინოვაციების ქვეყანაა, ამიტომ მისი გამოცდილება უკრაინისთვის აქტუალურია.