
კიევის საქალაქო საბჭომ რუსეთის საელჩოსთან მიწის იჯარის ხელშეკრულება გააუქმა. ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო Telegram-ზე ავრცელებს.
"დღეს კიევის საქალაქო საბჭომ გააუქმა აგრესორი ქვეყნის, რუსეთის საელჩოსთან მიწის იჯარის ხელშეკრულება" - წერს კლიჩკო.
ცნობისთვის, რუსეთის საელჩოს ქონების უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე, კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატებმა მინისტრთა კაბინეტს მიმართეს.